ტრამპის განცხადებით, აშშ უახლოეს მომავალში გახსნის საზღვარს კანადასთან

მიმდინარეობს საკითხის განხილვა აშშ-სა და კანადას შორის საზღვრის გახსნის შესახებ, – ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს შტატ მინესოტაში გამგზავრებამდე განუცხადა.

ჟურნალისტების კითხვაზე, გაიხსნება თუ არა საზღვარი ამ წლის ბოლომდე, ტრამპმა უპასუხა: “ეს შესაძლებელია, დიახ. ჩვენ ვთანამშრომლობთ კანადასთან და ამისათვის კარგი თარიღის შერჩევა გვსურს”.

კანადის საზოგადოებრივი უსაფრთხოების და საგანგებო მზადყოფნის მინისტრმა, უილიამ ბლერმა პარასკევს განაცხადა, რომ კანადისა და აშშ-ის ხელისუფლება საზღვარს 21 ოქტომბრამდე არ გახსნის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად