ტრამპის დაბლოკვის შემდეგ Twitter-ის აქციები 12%-ით დაეცა

Twitter-ის აქციები 12,29%-ით დაეცა და 45,15 აშშ დოლარს მიაღწია. ამაზე მოწმობს ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის მონაცემები.

Twitter-ის აქციების შემცირება პარასკევს, 8 დეკემბერს დაიწყო, როდესაც სოციალურმა ქსელმა გამოაცხადა აშშ-ს ამჟამინდელი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ანგარიშის დაბლოკვის შესახებ. იმავე დღეს, შემდგომ ვაჭრობაზე, ფასიანი ქაღალდები თითქმის 4%-ით შემცირდა.

დაბლოკვა მოხდა ინციდენტის შემდეგ, როდესაც დონალდ ტრამპის მომხრეები შეიჭრნენ კაპიტოლიუმში და ჩაშალეს მოსმენა, რომელზეც კონგრესმენებს ახალი პრეზიდენტი უნდა დაემტკიცებინათ.

“დონალდ ტრამპის ანგარიშიდან გამოგზავნილი უახლესი tweet-ების ყურადღებით გადამოწმების შემდეგ, იმის გამო, თუ როგორ აღიქმება ისინი Twitter-ზე და მის ფარგლებს გარეთ, ჩვენ დავბლოკეთ მისი ანგარიში, ძალადობის შემდგომი წაქეზების რისკის გამო”, – აცხადებს Twitter-ის წარმომადგენლობა.

მანამდე პრეზიდენტს 6 იანვარს ჩამოერთვა ტვიტერზე წერის შესაძლებლობა – მაშინ ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ განმეორებითი დარღვევების შემთხვევაში, მისი ანგარიში მთლიანად დაიბლოკებოდა.

ხელისუფლების ცნობით, ვაშინგტონში მომხდარ არეულობებში ხუთი ადამიანი, მათ შორის კაპიტოლიუმის პოლიციის თანამშრომელი მოკლეს.

დაბლოკვის წინ, ტრამპის პირად ანგარიშს დაახლოებით 88 მილიონი გამომწერი ჰყავდა. ტრამპი აქტიურად იყენებდა სოციალურ ქსელს და დღეში საშუალოდ ათამდე ტვიტს აქვეყნებდა. მის ტვიტებს ხშირად ძლიერი გავლენა ჰქონდათ ფინანსურ ბაზრებზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად