ტრამპის ადვოკატი: აშშ-ს არჩევნებზე უკრაინის გავლენის დამადასტურებელი მტკიცებულება მაქვს

აშშ-ს პრეზიდენტის პირადი ადვოკატი რუდოლფ ჯულიანი ირწმუნება, რომ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში უკრაინის ჩარევის თაობაზე მტკიცებულებები აქვს.

ის აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის ლიდერ ვლადიმერ ზელენსკის შორის გამართული საუბრის ჩანაწერის გამოქვეყნებას გამოეხმაურა, რის გამოც დემოკრატებმა თეთრი სახლის ლიდერის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ განაცხადეს.

რუდოლფ ჯულიანმა ბრალდებას “ჭორები” უწოდა.

”მე ეს არ გავაკეთე მაშინ, როდესაც 2016 წლის არჩევნებზე უკრაინის უკანონო გავლენის შესახებ პირდაპირი  მტკიცებულებები, ვიდეო და დოკუმენტები მოვიპოვე, რომლებიც სწორედ ამას ამტკიცებდნენ. უყურეთ და დაელოდეთ! ”,- დაწერა მან Twitter- ზე.

25 სექტემბერს, თეთრი სახლის ვებ-გვერდზე შეერთებული შტატების და უკრაინის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ ზელენსკის შორის გამართული სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გამოქვეყნდა.

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნენსი პელოსმა 24 სექტემბერს აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ განაცხადა.

გამოცემა Washington Post-ის წყაროების ცნობით, დონალდ ტრამპმა ივლისში უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას პირობა დადო, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების სახით, 250 მილიონი დოლარის გამოყოფას მხოლოდ იმ შემთხვევაში განაახლებს, თუ ზელენსკისგან აშშ-ს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის შესახებ კომპრომატებს მიიღებდა. ეს უკანასკნელი შესაძლოა, 2020 წლის არჩევნებში დონალდ ტრამპის მთავარი მეტოქე გახდეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად