ტრამპის ადმინისტრაციამ ახლო აღმოსავლეთში ვითარების დასარეგულირებლად გეგმაზე მუშაობა დაასრულა

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ახლო აღმოსავლეთში არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად გეგმაზე მუშაობა დაასრულა და საბოლოო ფინანსური ვერსია ტრამპს წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი Fox News-ი თეთრ სახლში ორ მაღალი რანგის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

“გეგმაზე მუშაობა დასრულდა. [პრეზიდენტი] შესაძლო შეთანხმების კრიტერიუმით კმაყოფილია “, – განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ ტელეარხთან საუბარში.

დოკუმენტი, რომელიც თეთრ სახლში საუკუნის გარიგებად მიიჩნევა, დეტალური ინიციატივების 175-200 გვერდისგან შედგება. წყაროების ცნობით, ხუთ ადამიანს დოკუმენტის სრული ვერსია აქვს.

აშშ-ის ელჩმა ისრაელში დევიდ ფრიდმანმა, პრეზიდენტის მრჩეველმა ჯარედ კუშნერმა და ახლო აღმოსავლეთის საკითხებში სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეისონ გრინლბლატმა დონალდ ტრამპს გეგმის დეტალები არაერთხელ შეატყობინეს. Fox News-ის წყაროს ცნობით, გეგმა სავარაუდოდ ისრაელში დაგეგმილ არჩევნებამდე გამოქვეყნდება, რომელიც 9 აპრილს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...