ტრამპი: ვირუსის მეორე ტალღის შემთხვევაში ქვეყნის დაკეტვას არ ვაპირებთ

აშშ-ს ხელისუფლება არ დააწესებს მკაცრ შემზღუდავ ზომებს იმ შემთხვევაში, თუ შემოდგომაზე მოხდება ახალი კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღა. ამის შესახებ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისაუბრა ჟურნალისტებთან, რომლებიც მიჩიგანში მდებარე Ford Automobile-ის ქარხანაში იმყოფებოდნენ.

“ამბობენ, რომ მეორე ტალღა შესაძლოა ძალიან დიდი ალბათობით მოხდეს. ეს სტანდარტია. ჩვენ ცეცხლის ჩაქრობას ვაპირებთ. ჩვენ არ ვაპირებთ ქვეყნის დაკეტვას. ჩვენ ვაპირებთ ხანძრის ჩაქრობას.” – განაცხადა ტრამპმა.

მან განაცხადა, რომ დარწმუნებულია ქვეყნის შესაძლებლობაში, სამომავლოდ ინფექციის აფეტქებების შეკავების მხრივ. “იქნება ეს ცეცხლი თუ ალი, ჩვენ ამას ჩავაქრობთ, მაგრამ ჩვენ არ დავკეტავთ ჩვენს ქვეყანას.” – თქვა პრეზიდენტმა.

ამ კვირაში, შეერთებული შტატების 50-მა შტატმა განაცხადა შემზღუდავი ზომების შემსუბუქებისთვის. ზოგიერთ საწარმოს უფლება მიეცა განაახლონ საქმიანობა ისე, რომ ადამიანებს შეეძლოთ დაბრუნდნენ სამსახურში. არიზონაში, ჩრდილოეთ კაროლინაში, ტექსასის შტატებში, დაავადებების მზარდი რაოდენობის მიუხედავად, ეს გადაწყვეტილებები მიიღეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად