ტრამპი: წამალმა, რომელიც მალარიის წინააღმდეგ გამოიყენება, ძალიან საიმედო შედეგები მოგვცა COVID-19 -ზე

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ წამალმა, რომელიც გამოიყენება მალარიის წინააღმდეგ, ძალიან იმედისმომცემი შედეგები მოიტანა COVID-19 -ის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ამის შესახებ ტრამპმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით წამალი ხლოროხინი ძალიან ეფექტური აღმოჩნდა კორონა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში და აშშ-ს ჯანდაცვა ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას აპირებს.

ეს მედიკამენტები, გუშინ “ფორმულასთან” იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემაც დაასახელა.

“მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად ჯერ არ არის რეკომენდებული ის მედიკამენტი, რომელსაც პირდაპირი ეფექტი აქვს კორონავირუსის მიმართ, იმ ქვეყნებში, სადაც ფართომასშტაბიანი ეპიდემიებია, 5-6 პრეპარატს იყენებენ.

თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, ცალკეული კვლევის დონეზე, ექსპერტებში შექმნილია შეხედულება, რომ ზოგიერთი ეფექტურია, ზოგიერთი – ნაკლებად.

„ოფიციალური ინსტანციების მიერ ეს ჯერ არ არის დადასტურებული. რამდენადაც სხვა ქვეყნები იყენებენ ამ მედიკამენტებს, ჩვენც მივეცით ჩვენს თავს უფლება, რომ მათ მიერ რეკომენდებული საუკეთესო მედიკამენტი გამოვიყენოთ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად