ტრამპი: თუ ირანი აშშ-ს გატაცებულ FBI-ს ყოფილ აგენტს გადასცემს, ძალიან პოზიტიური ნაბიჯი იქნება

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, თუკი დადასტურდება ინფორმაცია, რომ ირანი ურანით გამდიდრებას აგრძელებს, ეს ძალიან ცუდი ნაბიჯი იქნება. ამის შესახებ მან მიკრობლოგ “ტვიტერზე” დაწერა.

“თუ ირანს შეუძლია შეერთებულ შტატებს გატაცებული FBI-ს ყოფილი აგენტი რობერტ ლევინსონი გადასცეს, რომელიც ირანში 12 წლის წინ გაუჩინარდა, ეს ძალიან პოზიტიური ნაბიჯი იქნება. ამავე დროს, ინფორმაციის საფუძველზე და მოსაზრებებით თუ ვიმსჯელებთ, ირანი ურანს ამდიდრებს. ეს შესაძლოა ძალიან ცუდი ნაბიჯი გახდეს! “,-დაწერა ტრამპმა “ტვიტერზე”.

ირანი და ექვსი ქვეყანა (რუსეთი, აშშ, საფრანგეთი, გერმანია, გაერთიანებული სამეფო და ჩინეთი) 2015 წელს ირანის ბირთვული ხელშეკრულების შესახებ ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის (JCPA) შესახებ შეთანხმდნენ, რაც ირანის მიმართ სანქციების მოხსნას გულისხმობდა, იმის სანაცვლოდ, თუ თეირანი ურანის გამდიდრებაზე უარს იტყოდა.

2018 წელს დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა, JCPOA დაეტოვებინა და ირანის წინააღმდეგ აშშ-ს სანქციები ძალაში დაეტოვებინა.

აღნიშნულის საპასუხოდ, ირანმა ბირთვული ხელშეკრულების ვალდებულებების შემცირება დაიწყო. ამ კვირაში,  ვალდებულებების შემცირების მეოთხე ფაზის ნაწილში, ირანმა ქარხანაში ირანის გამოყენება განაახლა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად