ტრამპი: თუ არჩევნებში დემოკრატები გაიმარჯვებენ, ქვეყანას დეპრესია ელის

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დემოკრატები ტოტალიტარიზმში დაადანაშაულა. მან დეპრესიის დაწყების შესახებ განაცხადა იმ შემთხვევაში, თუ დემოკრატები აშშ-ს არჩევნებში გაიმარჯვებენ. ამის შესახებ მან ლუიზიანაში განაცხადა. ინფორმაციას FoxNews–ი ავრცელებს.

”თუ დემოკრატები დაბრუნდებიან, მაშინ დეპრესია დაიწყება, რომელიც აქამდე არასდროს გინახავთ”, – დასძინა ტრამპმა.

მან აღნიშნა, რომ დემოკრატები, რომლებიც ამერიკის შეცვლას ცდილოობენ, უფრო ტოტალიტარულები ხდებიან: ისინი უკმაყოფილონი არიან,  ერთმანეთს უდანაშაულოებს, სამართლებრივ სტანდარტებს ანადგურებენ, საპროტესტო პროცესებს მართავენ და ამერიკული დემოკრატიის დამარცხებას ცდილობენ, რათა თავიანთი სოციალისტური დღის წესრიგი დააწესონ.

დონალდ ტრამპმა ოქტომბერში განაცხადა, რომ თუ დემოკრატიული პარტიიდან რომელიმე კანდიდატი არჩევნებში გაიმარჯვებს, ქვეყანა ეკონომიკური კოლაფსის წინაშე აღმოჩნდება.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წლის 3 ნოემბერს გაიმართება. მიმდინარე წლის ივნისში დონალდ ტრამპმა  თავისი საპრეზიდენტო კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.

აშშ-ს ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და მონტანას შტატის გუბერნატორმა სტივ ბალოკმა ასევე განაცხადეს, რომ არჩევნებში მონაწილეობას გეგმავენ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად