ტრამპი: თუ ამომრჩეველთა კოლეგიის წევრები ხმას მისცემენ ბაიდენს, დიახ, მე წამოვალ თეთრი სახლიდან

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის დატოვებს თეთრ სახლს, თუ ამომრჩეველთა კოლეგიის წევრები ხმას მისცემენ დემოკრატ ჯოზეფ ბაიდენს. შესაბამისი ვიდეო გაავრცელეს წამყვანმა ამერიკულმა სატელევიზიო არხებმა.

“ძალიან რთული რამ არის დათმობა, რადგან ვიცით, რომ მასიური თაღლითობა მოხდა. დრო ჩვენს მხარეზეა, ყველაფერი ჩვენს მხარეზეა”, – თქვა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.

“თუ ამომრჩეველთა კოლეგიის წევრები ხმას მისცემენ ჯოზეფ ბაიდენს, ისინი შეცდომას დაუშვებენ, რადგან ეს არჩევნები გაყალბებულია. დიახ, მე ამ შემთხვევაში წამოვალ თეთრი სახლიდან და თქვენ ეს იცით. მაგრამ 20 იანვრამდე შეიძლება ბევრი რამ მოხდეს, მასიური თაღლითობები გამოვლინდა.” – აგრეთვე აცხადებს დონალდ ტრამპი.

აშშ-ს საყოველთაო არჩევნები 3 ნოემბერს ჩატარდა. წამყვანი ამერიკული მედიის პროგნოზების თანახმად, ბაიდენმა ამომრჩეველთა კოლეგიის 270-ზე მეტი წევრის მხარდაჭერა მიიღო. ტრამპმა არ აღიარა დამარცხება და გამოაცხადა სასამართლოში გასაჩივრების შესახებ, რადგან, მისი აზრით, დემოკრატების მხრიდან არჩევნებში უამრავი დარღვევა მოხდა.

12 დეკემბრისთვის უნდა დამტკიცდეს კენჭისყრის შედეგები თითოეული შტატისთვის. 2021 წლის 6 იანვარს კონგრესის ორივე პალატის ერთობლივ შეხვედრაზე დამტკიცდება საამომრჩევლო კოლეგიის კენჭისყრის შედეგები და 20 იანვარს გაიმართება არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად