ტრამპი სომხეთი-აზერბაიჯანის კონფლიქტზე: ამას იოლ შემთხვევას ვუწოდებ, ჩვენ ამას მოვაგვარებთ

ვაშინგტონი ხელს შეუწყობს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მოგვარებას მთიანი ყარაბაღის გამო. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

“მე ამას იოლ შემთხვევას ვუწოდებ. ჩვენ ამას მოვაგვარებთ. ადვილია, თუ იცი რას აკეთებ”, – თქვა ტრამპმა ნიუ ჰემფშირში გამართულ მიტინგზე, რომელიც YouTube-ის არხზე გადაიცა.

23 ოქტომბერს ტრამპმა განაცხადა, რომ მონაწილეობს ბაქოსა და ერევანს შორის მთიანი ყარაბაღის შესახებ მოლაპარაკებებში. პრეზიდენტმა არ დააკონკრეტა, ესაუბრა თუ არა სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს, მაგრამ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები “სომხეთთან თანამშრომლობს და მიღწეულია ძალიან კარგი პროგრესი.”

რამდენიმე დღის შემდეგ ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების თანაშემწემ რობერტ ო’ბრაიენმა თქვა, რომ შეერთებული შტატები ცდილობს სომხეთსა და აზერბაიჯანს ზავის მიღწევაში დაეხმაროს, როგორც არაღიარებულ რესპუბლიკასთან დაკავშირებული ზავის ნაწილი. მისივე თქმით, ერევანი ეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ ბაქო ჯერ არ ეთანხმება და ვაშინგტონი მას უბიძგებს ამ გადაწყვეტილების მიღებაში.

ბრძოლა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის რეგიონში 27 სექტემბრიდან მიმდინარეობს. ორივე ქვეყანამ სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქეების მსხვერპლი მიიღო. ოქტომბერში მოწინააღმდეგეებმა ორჯერ გამართეს მოლაპარაკება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, მაგრამ ცეცხლის შეწყვეტა არ იქნა დაცული. მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ ხელშეკრულებების დარღვევაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად