ტრამპი: შვედეთის პრემიერმა დამარწმუნა, რომ რეპერს A$AP Rocky სამართლიანად მოექცევიან

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შვედეთში, დაკავებულ ამერიკელ რეპერს A$AP Rocky სამართლიანად მოექცევიან, რასაც თავად მიაქცევს ყურადღებას. ამის შესახებ იგი თავის ტვიტერზე წერს.

მან აღნიშნა, რომ კარგი სატელეფონო საუბარი ჰქონდა შვედეთის პრემიერმინისტრთან სტეფან ლევენთან.

„ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა შვედეთის პრემიერმინისტრთან სტეფან ლევენთან, რომელმაც დამარწმუნა, რომ ამერიკელ რეპერს A$AP Rocky სამართლიანად მოექცევიან.

მე კი იგი დავარწმუნე იმაში, რომ A$AP Rocky სამართლიანობას ვერ გაექცევა და შევთავაზე, რომ პირადად მე უზუნველვყოფ იმას, რომ იგი გირაოს შეტანით არ გამოუშვან და არც სხვა რაიმე ალტერნატიული ვარიანტი არ გამონახონ.

ტრამპმა აგრეთვე განაცხადა, რომ ორი ქვეყნის წარმომადგენლები კვლავ განიხილავენ რეპერის დაკავების საკითხს უახლოესი 48 საათის განმავლობაში.

რეპერი A$AP Rocky 3 ივლისს, შვედეთში დააკავეს, სადაც იგი მონაწილეობას იღებდა ჰიპ-ჰოპ ფესტივალში Smash. მას ადამიანზე თავდასხმაში დასდეს ბრალი. ორი დღის გასვლის შემდეგ, სასამართლომ მისი 2 კვირით დაკავების ორდერი გასცა, გამოძიების დასრულებამდე. რეპერის დაცვის მხარე კი აცხადებს, რომ იგი თავს იცავდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...