ტრამპი: შესაძლოა სირია დავტოვოთ, მაგრამ ქურთ მოკავშირეებს არ ვტოვებთ

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, სირიის ჩრდილოეთ ნაწილიდან ამერიკის ჯარის გაყვანის თაობაზე გავრცელებული ინფორმაციის ფონზე, აღნიშნა, რომ ვაშინგტონი თავის ქურთ მოკავშირეებს არ ტოვებს.

”ჩვენ შეიძლება სირია დავტოვოთ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ვტოვებთ ქურთებს. ისინი განსაკუთრებული ადამიანები და შესანიშნავი მებრძოლები არიან. ანალოგიურად თურქეთთან, ნატოსა და სავაჭრო პარტნიორთან ჩვენი ურთიერთობა, ძალიან კარგია…”, – წერს დონალდ ტრამპი “ტვიტერზე”.

”თურქეთში დიდი ქურთული დიასპორაა. ეს ანკარამ კარგად იცის, მიუხედავად იმისა, რომ სირიის ამ რეგიონში მხოლოდ 50 ჯარისკაცი გვყავდა. ამასთან, თურქეთის მხრიდან ძალის ნებისმიერი დაუსაბუთებელი და არასაჭირო გამოყენება დამანგრეველი იქნება მისი ეკონომიკისთვის და ძალიან სუსტი ვალუტისთვის, ”- დასძინა ამერიკის პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპის თქმით, ვაშინგტონი ქურთებს იარაღითა და ფინანსებით ეხმარება.

ამასთან, ამერიკის პრეზიდენტმა გაიხსენა, რომ თურქეთს ამერიკის საგარეო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად