ტრამპი Saudi Aramco-ზე განხორციელებული თავდასხმის გამო, საპასუხო რეაგირებით იმუქრება

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, მისმა ადმინისტრაციამ იცის, ვინ არის საუდის არაბეთზე განხორციელებულ თავდასხმებში დამნაშავე. თეთრი სახლის ლიდერის თქმით, ის შემდგომი მოქმედებისთვის მზად არის. ამის შესახებ ტრამპმა მიკრობლოგ Twitter- ზე დაწერა.

”დამნაშავე ვიცით, მაგრამ სამეფოს ინფორმაციას ველოდებით იმის შესახებ, თუ ვინ იყო მათი აზრით, ამ თავდასხმაში დამნაშავე. შესაბამისად, გადაწყდება რა პირობებშიც ვიმოქმედებთ!”, – აღნიშნა ამერიკის ლიდერმა.

ნავთობის ეროვნული კომპანია Saudi Aramco-ს ტერიტორიაზე ხანძარი 14 სექტემბერს, დილით გაჩნდა. ოფიციალური ინფორმაციით, ხანძარი დრონის საშუალებით განხორციელდა, ხოლო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჰუსიტმა ამბოხებულებმა აიღეს. აღნიშნულის შემდეგ, საუდის არაბეთმა ნავთობის წარმოება შეამცირა.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ “გლობალური ენერგიის მომარაგებაზე განხორციელებულ შეტევაში” ირანი დაადანაშაულა და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ თეირანმა პასუხი აგოს. ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აბას მუსავმა თავდასხმაში მონაწილეობის შესახებ ბრალდებები უარყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად