ტრამპი: რუსეთის არჩევნებში შესაძლო ჩარევა ყველაზე დიდი ტყუილი იყო

სპეციალური პროკურორის რობერტ მიულერის ანგარიში 2016 წლის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევისა და აშშ-ს პრეზიდენტის რუსეთთან სავარაუდო კავშირების შესახებ “ყველაზე დიდი სიცრუეა”, რომელიც ამერიკელი ხალხის მიმართ გამოიყენეს”. ამის შესახებ ამერიკის ლიდერმა დონალდ ტრამპმა ატლანტაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას Ruptly TV ავრცელებს.

დონალდ ტრამპმა ასევე აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის ბოლოდროინდელი განცხადება გაიხსენა, რომელმაც დემოკრატიული პარტიიდან პრეზიდენტობის კანდიდატი ტულსი გაბარდი, ასევე 2016 წლის არჩევნებში “მწვანეთა პარტიის” კანდიდატი ჯილ სტაინი რუსეთის მთავრობის მხარდაჭერაში დაადანაშაულა.

“ვიცი, რომ ისინი რუსეთთან დაკავშირებული არ არიან. როდესაც მათ [დემოკრატებმა] იგივე თქვეს ჩემს შესახებ (დონალდ ტრამპის რუსეთის ხელისუფლებასთან კავშირის შესახებ- “აიპრესი), ორი წელი დამჭირდა ამ მდგომარეობიდან გამოსვლისთვის. მათ კი ორი წუთი დასჭირდათ”,-განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები “2016 წლის არჩევნების შედეგების გადახედვის შესახებ” შეშლილი “იდეით სამი წლის განმავლობაში იყვნენ შეპყრობილი”.

სპეციალურმა პროკურორმა რობერტ მიულერმა 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევა და პრეზიდენტ ტრამპის საარჩევნო შტაბის მოსკოვთან შესაძლო შეთქმულების საქმე გამოიძია.

აპრილის შუა რიცხვებში აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ტრამპის საარჩევნო შტაბს მოსკოვთან კავშირი არ ჰქონდა, მაგრამ რუსეთი არჩევნებში ჩარევას კვლავ ცდილობდა. რუსეთის ხელისუფლებამ ასეთი ბრალდებები არაერთხელ უარყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად