ტრამპი: რუსეთი შეიარაღების საკითხზე ამერიკასთან ხელშეკრულების გაფორმებას ცდილობს

რუსეთი შეიარაღების კონტროლის საკითხებში შეერთებულ შტატებთან ხელშეკრულების გაფორმებას ცდილობს. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ლონდონში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან დასძინა, რომ შესაბამისი სიგნალები მოსკოვიდან “ორი კვირის წინ” წამოვიდა.

გარდა ამისა, დონალდ ტრამპის თქმით, რუსულ მხარეს შეერთებულ შტატებთან შეთანხმების მიღწევა ბირთვული იარაღის თემასთან დაკავშირებით სურს.

”გვჯერა, რომ ეს ძალიან კარგი იქნება”, – დონალდ ტრამპმა.

საშუალო და მცირე დისტანციის რაკეტების შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტაზე საუბრისას, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ იგი გადაწყვეტილებაას არ ნანობს.

”გამოვდივარ ამ გარიგებიდან, რადგან მეორე მხარე (რუსეთი -“აიპრესი”) ვალდებულებებს არ ასრულებდა. გარდა ამისა, ეს შეთანხმება ნებისმიერ შემთხვევაში მოძველებული იყო”, – განმარტა აშშ-ს პრეზიდენტმა.

ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ შეიარაღის კონტროლის მომავალ შეთანხმებებში ჩინეთი უნდა მონაწილეობდეს.

”ჩვენ ახდე თუ გვიან, ამის მიღწევა შეგვიძლია”, – განაცხადა ამერიკის ლიდერმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად