ტრამპი: ობამებმა სახლის გარშემო 10-ფუტიანი კედელი აიშენეს, ასეთი ამერიკასაც სჭირდება!

თუკი აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს ბარაკ ობამას საკუთარი სახლის გარშემო, უსაფრთხოების მიზნით, 3-მეტრიანი კედელი აქვს აშენებული, მაშინ აშშ-ს მითუმეტეს აქვს უფლება, რომ ჰქონდეს ასეთივე, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავის ოფიციალურ ტვიტერზე წერს.

“აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და მისმა მეუღლემ 10-ფუტიანი კედელი ააშენეს კოლუმბიაში, საკუთარი რეზიდენციის გარშემო. გეთანხმებით, ეს მათი უსაფრთხოებისთვის აუცილებელია. აშშ-საც სჭირდება ასეთი, უბრალოდ უფრო დიდი ზომის!”

28 დეკემბერს აშშ-ის კონგრესი ისევე ვერ შეთანხმდა მექსიკასთან სასაზღვრო კედლის აშენებასთან დაკავშირებით, რის გამოც ვერ დამტკიცდა ქვეყნის დროებითი ბიუჯეტი. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ხმა მისცა იმისათვის, რომ ბიუჯეტიდან გამოეყოთ 5 მილიარდი აშშ დოლარი მექსიკასთან საზღვარზე კედლის აშენების მიზნით. ამის გამო, ქვეყნის სახელმწიფო უწყებების ნახევარმა შეაჩერა მუშაობა. აგრეთვე გაჩერებულია კედლის მშენებლობაც. აღნიშნული კედლის მშენებლობა დონალდ ტრამპის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო. დემოკრატები კი აკრიტიკებენ როგორც პროექტს, აგრეთვე ტრამპის პოლიტიკას მიგრანტებთან მიმართებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად