ტრამპი: მოსკოვი და კიევი უნდა შერიგდნენ, ეს მთელი მსოფლიოსთვის სარგებლიანი იქნება

მოსკოვსა და კიევს შორის ორმხრივი ურთიერთობის გაუმჯობესება, მთლი მსოფლიოს საზოგადოებას სარგებელს მოუტანდა, მხარეები უნდა შერიგდნენ აუცილებლად, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონფერენციაზე განაცხადა.

„ვისურვებდი, რომ მოგვარებულიყვნენ ერთმანეთში. თუკი ეს გამოუვათ, მთელი მსოფლიოსთვის ძალიან კარგი იქნებოდა“, – განაცხადა ტრამპმა.

აპრილში ტრამპმა აგრეთვე პირველად განაცხადა, რომ გენერალურ პროკურორ უილიამ ბარს, აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში უკრაინის შესაძლო ჩარევის შესახებ ინფორმაცია გადაემოწმებინა. მანამდე კი, აღნიშნულ საკითხში მხოლოდ რუსეთს სდებდნენ ბრალს. თუმცა, გასულ გაზაფხულზე, აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ გამოაქვეყნა სპეციალური პროკურორის რობერტ მიულერის ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შტაბი კრემლთან შეთანხმებული არ ყოფილა.

ნოემბერში კი, ვაშინგტონის ყოფილმა წარმომადგენელმა უკრაინის საკითხებში კურტ ვოლკერმა განაცხადა, რომ შესაძლოა 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას კიევი ცდილობდა. გამოძიების ჩატარების აუცილებლობის შესახებ აგრეთვე საუბრობდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად