ტრამპი: მინდა, რომ თითოეული ამერიკელი მოემზადოს, წინ ძალიან მძიმე ორი კვირა გველის

ამერიკის მაცხოვრებლებს წინ ძალიან მძიმე ორი კვირა ელის ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, – ამის შესახებ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“მინდა, რომ თითოეული ამერიკელი მოემზადოს მძიმე დღეებისთვის, რომელიც წინ გველის. ძალიან მძიმე ორი კვირის გავლა მოგვიწევს”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მოგვიანებით მან აღნიშნა, რომ ეს პერიოდი შესაძლოა სამ კვირასაც გაგრძელდეს.

მან ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით სიტუაციას ძალიან მძიმე გამოცდა უწოდა, რომელიც განსხვავდება ყველაფრისგან, რასთანაც კი აქამდე ამერიკას შეტაკება მოუწია. თუმცა, მან აგრეთვე განაცხადა, რომ იმედოვნებს, ძალიან მალე ამერიკელები გვირაბის ბოლოს სინათლეს დაინახავენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ბოლო მონაცემების მიხედვით, აშშ-ში ახალი კორონავირუსის შედეგად 2 398 ადამიანი გარდაიცვალა. განვლილი 24 საათის განმავლობაში კი ქვეყანაში, ახალი კორონავირუსის შედეგად 286 ადამიანი გარდაიცვალა. მთლიანობაში, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 140 640 შემთხვევა გამოვლინდა.

29 მარტს, დონალდ ტრამპმა გაახანგრძლივა ქვეყანაში გამოცხადებული ზომები, რომლებიც ახალი კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ დაწესდა. ზომები 30 აპრილამდე იმოქმედებს. ხელისუფლება ახლას მოუწოდებს, იმუშაონ სახლიდან და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში დატოვონ საცხოვრებელი ადგილი, აგრეთვე მინიმუმამდე დაიყვანონ, ან საერთოდ შეწყვიტონ კონტაქტი სოციუმთან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად