ტრამპი: მე ვარ ყველაზე ცუდი რამ, რაც კი ოდესმე რუსეთს შემთხვევია, პუტინს ეს ესმის

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ მის რუს კოლეგას ვლადიმირ პუტინს, კარგი ურთიერთობის მიუხედავად, არ სურს, რომ ტრამპი ხელახლა აირჩიონ ნოემბრის არჩევნებში აშშ-ის პრეზიდენტად.

Full Measure-სთვის მიცემულ ინტერვიუში იგი რუსეთის თემას შეეხო და ისაუბრა მისი კონკურენტის, მომავალი არჩევნებისთვის ჯო ბაიდენის შესახებ. ტრამპმა აღნიშნა, რომ მომავალ პრეზიდენტს მოუწევს საკითხების მოგვარება ჩინეთთან და რუსეთთან.

“მე ვარ ყველაზე ცუდი რამ, რაც კი ოდესმე რუსეთს შემთხვევია და პუტინს ესმის ეს,” – თქვა ამერიკის ლიდერმა.

მან ასევე თქვა, რომ კარგად ესმის რუსი კოლეგის, მაგრამ მან აღნიშნა, რომ ვლადიმირ პუტინს არ სურს, რომ ტრამპი ხელახლა აირჩიონ.

“ახლავე შემიძლია გითხრათ. ვფიქრობ, რომ მას მე მოვწონვარ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მას არ სურს ჩემი გამარჯვება. ჩინეთს არ სურს ჩემი გამარჯვება!” – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ს პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ არცერთი მისი წინამორბედი არ ახორციელებდა მკაცრ პოლიტიკას რუსეთის მიმართ. მისი თქმით, ეს მისი პრეზიდენტობის დროს დაიწყო, კერძოდ, ტრამპის პირობებში, შეერთებულმა შტატებმა შემოიღო სანქციების რამდენიმე პაკეტი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად