ტრამპი: მალე საზოგადოება წინა წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს დაშვებული დარღვევების შესახებ ახალ მტკიცებულებებს გაიცნობს

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მალე საზოგადოებას წარუდგენენ ქვეყანაში წინა წლის შემოდგომის საპრეზიდენტო არჩევნების დროს მრავალი დარღვევის ახალ მტკიცებულებებს. ამის შესახებ ნათქვამია პოლიტიკოსის მიერ კვირას გავრცელებულ განცხადებაში.

“არსებობს მნიშვნელოვანი და უპირობო მტკიცებულება იმისა, რომ არჩევნები შეარყია ისეთმა თაღლითობამ და დარღვევებმა, როგორიც ჩვენს ქვეყანას აქამდე არ უნახავს. ამ დარღვევების დიდი ნაწილი უკვე გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი და კიდევ ბევრი გამოჩნდება უახლოეს მომავალში”, – განაცხადა ტრამპმა.

თეთრი სახლის ყოფილმა ხელმძღვანელმა მედია ასევე დაადანაშაულა იმაში, რომ ის არ აშუქებს სიმართლეს და საზოგადოებას რეალურ ფაქტებს არ აწვდის.

კომენტარები
იტვირთება...