ტრამპი: კორონავირუსის ვაქცინის შექმნის პროცესი სწრაფად და ძალიან კარგად ვითარდება

ახალი კორონავირუსის ვაქცინის შექმნის პროცესი სწრაფად და ძალიან კარგად ვითარდება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ამერიკის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ნაციონალური ინსტიტუტის დირექტორის ენტონი ფაუჩის განცხადებით კი, ვაქცინა დაახლოებით წელიწადნახევარში იქნება მზად.

აღნიშნულ პრესკონფერენციაზე ტრამპმა აგრეთვე განაცხადა, რომ ამერიკაში, კორონავირუსის გავრცელების საშიშროება მინიმალურია.

„იმ ზომების გამო, რაც ჩვენ მივიღეთ, ამერიკის მოქალაქეებისთვის რისკი ძალიან დაბალ დონეზე რჩება“, – განაცხადა ტრამპმა.

მიმდინარე კვირაში აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ბიუჯეტიდან 2,5 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფა მოითხოვა. აღნიშნული თანხიდან 1 მილიარდი აშშ დოლარი ვაქცინის შექმნის დაჩქარებას მოხმარდება. ამის შემდეგ კი, ტრამპმა თავის Twitter-ზე დაწერა, რომ ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხე კონტროლს ექვემდებარება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად