ტრამპი კორონავირუსის პანდემიაზე აშშ-ში: ჩვენ ამას გადავიტანთ, მაგრამ ბევრი მოკვდება

აშშ-ში უახლოეს კვირაში, Covid-19-ის სახის ახალი კორონავირუსის პანდემიის შედეგად გაიზრდება სიკვდილიანობის მაჩვენებელი, ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარე და მომდევნო კვირა ყველაზე მძიმე იქნება ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მხრივ.

“ჩვენ ამას გადავიტანთ. მაგრამ, სამწუხაროდ, მსხვერპლი დიდი იქნება. მაგრამ, გაცილებით ნაკლები იქნება, ვიდრე, იმ შემთხვევაში საჭიროო ზომებისთვის დროზე რომ არ მიგვემართა”, – განაცხადა ტრამპმა.

​მისი თქმით, ეს პროგნოზები ვირუსის გავრცელების ეპიცენტრების მიხედვით კეთდება.

მანამდე, ტრამპმა განაცხადა, რომ ნიუ-იორკში ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით სამხედროებს შეიყვანენ. ჯამში იქ დაახლოებით 1000 სამხედრო შევა. ნიუ-იორკში აგრეთვე შეიტანენ ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატებს.

პრეზიდენტის თქმით, ათასი სამხედრო კიდევ ამერიკის სხვადასხვა შტატებში გადანაწილდება. მათ შორის იქნებიან სამხედრო მედიკოსებიც.

მანამდე პენტაგონში განაცხადეს, ომ ფედერალური ხელისუფლების თხოვნით, ნიუ-იორკში დამკრძალავი ჯგუფები გაგზავნეს. ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას ახალი კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილების დაკრძალვასა და კრემაციაში დაეხმარებიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად