ტრამპი: კიმ ჩენ ინი ძალიან ჭკვიანია, თუმცა შესაძლოა ყველაფერი დაკარგოს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Twitter-ზე, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის შესაძლო მტრული მოქმედებების შესახებ წერს.

“კიმ ჩენ ინი ზედმეტად ჭკვიანია, თუმცა შეიძლება ძალიან ბევრი, ყველაფერი დაკარგოს იმ შემთხვევაში, თუკი მტრულად მოიქცევა. სინგაპურში მან ჩემთან ერთად მოაწერა ხელი შეთანხმებას დენუკლეარიზაციის შესახებ. მას არ უნდა, რომ გაიფუჭოს ურთიერთობა ამერიკის პრეზიდენტთან, ან ჩაერიოს ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში“, – წერს ტრამპი.

ტრამპმპა აგრეთვე აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეას წარმოუდგენელი ეკონომიკური პოტენციალი აქვს, თუმცა, მისი თქმით, ქვეყანამ უნდა შეასრულოს თავისი პირობა ბირთვული განიარაღების შესახებ. ტრამპის მოსაზრებით, აღნიშნული პრობლემის გამო მთელი მსოფლიო უკმაყოფილოა, მათ შორის რუსეთი, NATO, იაპონია და ჩინეთი.

მანამდე კი, გაერო-ში ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დენუკლეარიზაცია აღარ არის ის თემა, რომელიც აშშ-სთან დიალოგისას განიხილება. მისი მოსაზრებით, ხანგრძლივი დიალოგი, რომლისკენაც აშშ მიისწრაფის, სინამდვილეში ხრიკია, რომლის მეშვეობითაც შტატები, შიდა პოლიტიკური დღის წესრიგის გამო დროის ეკონომიას ცდილობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად