ტრამპი იმედოვნებს, რომ რუსული S-400 საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენის თაობაზე ანკარასთან პრობლემას მოაგვარებს

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის თურქ კოლეგა რეჯეფ ტაიპ ერდოღანთან მოლაპარაკებების შემდეგ, იმედი გამოთქვა, რომ ანკარა რუსული S-400 საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენის თაობაზე ამერიკასთან არსებულ პრობლემას მოაგვარებს.

”ჩვენ ეს პრობლემა უფრო ადრე განვიხილეთ, ახლაც ვიმსჯელეთ და მომავალში განვაგრძობთ საკითხის განხილვას. ვიმედოვნებ, არნიშნული საკითხი მოგვარდება”, – განაცხადა მან თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე.

დონალდ ტრამპმა დასძინა, რომ სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ ამ თემაზე იმუშავებენ.

როგორც აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, თურქეთის მიერ თანამედროვე რუსული იარაღის, მაგალითად S-400- ის შეძენა ამერიკისთვის პრობლემას წარმოადგენს. თუმცა, თეთრი სახლის ლიდერმა ანკარას ვაშინგტონის მნიშვნელოვანი მოკავშირე და ნატოს მთავარი წევრი უწოდა.

თავის მხრივ, ერდოღანმა გამოთქვა მოსაზრება, რომ მხოლოდ დიალოგის გზით შეძლებენ ქვეყნები S-400-ისა და ამერიკული F-35 გამანადგურებლების თაობაზე არსებული უთანხმოების მოგვარებას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად