ტრამპი: ევროკავშირი იმისათვის შეიქმნა, რომ თავისი ინტერესების მიხედვით გამოეყენებინა აშშ

ევროკავშირი შეიქმნა იმისათვის, რომ “გამოიყენოს” შეერთებული შტატები და იგი დიდი ხანია, რაც თავისი პოზიციით სარგებლობს. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან განაცხადა.

ტრამპის თქმით, ევროკავშირი შეერთებულ შტატებს კარგად არასდროს ექცეოდა. “ევროკავშირი იმისათვის შეიქმნა, რომ თავისი ინტერესების მიხედვით გამოეყენებინა შეერთებული შტატები. იგი შეიქმნა და იგი იყენებს შეერთებულ შტატებს”, – განაცხადა მან.

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ და ევროკავშირი ერთმანეთთან დიდ ეკონომიკურ კონკურენციაშია.

ამასთან, მოგვიანებით, ამავე გამოსვლაში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ევროკავშირისა და შეერთებული შტატების ურთიერთობა ძალიან კარგია. მან განმარტა, რომ პრობლემები დაკავშირებულია ვაჭრობასთან, რომლის თვალსაზრისითაც ევროპა ამერიკას ძალიან ცუდად ექცევა.

“ისინი ძალიან უსამართლოები იყვნენ ჩვენთან მიმართებით ძალიან ბევრი, ბევრი ათწლეულის განმავლობაში… ამ პრობლემის გადაჭრა კი ძალიან მარტივია. მე მართლა სრულიად მზად ვიყავი, რომ გადამეჭრა ეს პრობლემა, მაგრამ შემდეგ ეპიდემია დაიწყო”, – განაცხადა ტრამპმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად