ტრამპი ერდოღანს: გარე ძალების ინტერვენცია ლიბიაში არსებულ ვითარებას გაართულებს

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თურქ კოლეგას რეჯეფ ტაიპ ერდოღანს განუცხადა, რომ გარე ძალების ინტერვენცია ლიბიაში არსებულ ვითარებას გაართულებს,-ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

“ლიდერებმა ორმხრივი და რეგიონალური საკითხები განიხილეს. პრეზიდენტმა ტრამპმა ხაზი გაუსვა, რომ გარე ძალების ინტერვენცია ლიბიაში არსებულ სიტუაციას გაართულებს”, – ნათქვამია კომუნიკეში.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, აშშ-სა და თურქეთის ასევე ლიდერები “შეთანხმდნენ, რომ სირიის ქალაქ იდლიბში მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ვითარების დეესკალაცია უნდა მოხდეს”.

ხუთშაბათს, თურქეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომლის თანახმად ანკარას ტრიპოლში ჯარის გაგზავნა შეუძლია.

თურქეთი ლიბიის ეროვნული ერთიანობის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია, რომელიც ტრიპოლში მდებარეობს. ხალიფ ჰაფთარი ასევე საგარეო მხარდაჭერით სარგებლობს, განსაკუთრებით კი მას მხარს ეგვიპტე და არაბული სამყაროს გავლენიანი რამდენიმე სხვა ქვეყანა უჭერს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად