ტრამპი: ძალის დემონსტრირება უნდა გავაგრძელოთ და ყველა ფრონტზე გავიმარჯვებთ

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის “ტვიტერზე” ლონდონში ნატო-ს სამიტზე თავის ვიზიტს უაღრესად წარმატებულად უწოდა. დონალდ ტრამპი ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოს გამოეხმაურა, რომელშიც კანადის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და ნიდერლანდების ლიდერები, სავარაუდოდ, ამერიკის ლიდერს აკრიტიკებენ.

”ყალბი მედია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ლონდონში ჩემი ძალიან წარმატებული ვიზიტი  დააკნინოს. ნატოს ლიდერებთან ძალიან კარგი შეხვედრა გავმართე…”,-დაწერა დონალდ ტრამპმა “ტვიტერზე”.

”ამერიკის ხელმძღვანელობა მსოფლიოს ძალას აძლევს. ჩვენ ძალის დემონსტრირება უნდა გავაგრძელოთ და ყველა ფრონტზე გავიმარჯვებთ სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო სივრცეში!”, – დასძინა აშშ-ს პრეზიდენტმა.

სამიტის დროს, ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც კანადის პრემიერმინისტრი ჯასტინ ტრუდო, ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ნიდერლანდების პრემიერმინისტრი მარკ რუტე მსჯელობენ. მედიამ მსოფლიო ლიდერებს შორის საუბარი შეაფასა ისე, თითქოს დონალდ ტრამპს დასცინეს.

ერთი დღით ადრე, ლონდონში ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერების სამიტი დასრულდა. ალიანსის სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურებმა მის შედეგებზე პრესკონფერენცია გამართეს, მაგრამ დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა, ჟურნალისტებთან ურთიერთობის ამ ფორმატზე უარი ეთქვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად