ტრამპი: ძაღლი კონანი ნამდვილი გმირია, მას მალე თეთრ სახლში მოვიყვანთ

ძაღლს, სახელად კონანს, რომელმაც ოპერაციის დროს “ისლამური სახელმწიფოს” ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, მალე თეთრ სახლში მიიყვანენ,-ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

”თქვენ იცით, ვინ არის ნამდვილი გმირი, დაივიწყეთ ტრამპი, ძაღლი, კონანი უდიდესი გმირი გახდა”, – განაცხადა ტრამპმა ოთხშაბათს, ლუიზიანაში გამართულ აქციის აქციაზე.

”ის მალე თეთრ სახლში იქნება”, -დასძინა დონალდ ტრამპმა.

”მე ვთქვი, ახლავე მოიყვანეთ ძაღლი, თუმცა მითხრეს, რომ მისიას ასრულებს. შემდეგ კი მათ ვუთხარი: მიეცით მას რამდენიმე დღე დასვენებისთვის, გთხოვთ “,-დასძინა აშშ-ს პრეზიდენტმა.

ძაღლი (ბელგიური ნაგაზის ტიპი), რომელსაც ამერიკელი კომიკოსის კონან ო’ბრაიენის სახელი ჰქვია, ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის მიზნით ჩატარებული ოპერაციის დროს დაშავდა.

29 ოქტომბერს, დონალდ ტრამპმა გამოაქვეყნა ძაღლის ფოტო, რომელიც სირიაში, ალ-ბაღდადის სალიკვიდაციო ოპერაციაში იღებდა მონაწილეობას და რომელიც დაიჭრა. პენტაგონის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ძაღლს ჯანმრთელობისთვის საშიში ტრავმები არ მიუღია.

ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის შესახებ დონალდ ტრამპმა 27 ოქტომბერს განაცხადა. მისი თქმით, სამხედროებმა იგი გვირაბში მოიმწყვდიეს, სადაც ალ-ბაღდადიმ თავი აიფეთქა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად