ტრამპი: დაიწყო ჩემი ყოველწლიური სამედიცინო გამოკვლევები, ყველაფერი ძალიან კარგად არის!

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, თავის Twitter-ზე კომენტარი გააკეთა სამედიცინო გამოკვლევასთან დაკავშირებით, რომელიც მას ჩაუტარდა.

„დაიწყო პირველი ეტაპი ჩემი ყოველწლიური სამედიცინო გამოკვლევებისა. ყველაფერი ძალიან კარგად არის!“, – წერს ტრამპი.

მისი თქმით, მისი სამედიცინო გამოკვლევა მომდევნო წელს დასრულდება.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დონალდ ტრამპმა გამოკვლევები დაიწყო, 17 ნოემბერს გავრცელდა. თეთრი სახლის პრესმდივანმა სტეფანი გრიშემმა განაცხადა, რომ სამედიცინო გამოკვლევების სწორედ ახლა დაწყება დაკავშირებულია დაძაბულ მომავალ 2020 წელთან.

ამის შემდეგ, ვაშინგტონმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი კვლავ ენერგიულია და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მან ანალიზები ჩააბარა, გაიარა სამედიცნო შემოწმება და შემდეგ კვლავ დედაქალაქს დაუბრუნდა. გრიშემმა გარეთვე სთხოვა ჟურნალისტებს, რომ პრეზიდენტის ჯანმრთელობის თემაზე სპეკულაციები არ მოახდინონ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად