ტრამპი და ერდოღანი ერთმანეთს 13 ნოემბერს, ვაშინგტონში შეხვდებიან

თურქეთისა და აშშ-ს პრეზიდენტებმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა და დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრისას დაადასტურეს, რომ 13 ნოემბერს ვაშინგტონში მოლაპარაკებების გამართვა იგეგმება. ინფორმაციას სააგენტო Anadolu თურქეთის ლიდერის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ადმინისტრაციამ დასძინა, რომ სახელმწიფო ლიდერები ასევე აშშ-თურქეთის ურთიერთობებსა და რეგიონალურ საკითხებზე იმსჯელებენ.

დონალდ ტრამპმა ერდოღანთან სატელეფონო საუბარს “ძალიან კარგი” უწოდა.

”პრეზიდენტ ერდოღანს შემდეგ ოთხშაბათს, 13 ნოემბერს, თეთრ სახლში ველოდები”, – წერს დონალდ ტრამპი.

ამერიკის პრეზიდენტმა ასევე დასძინა, რომ იგი ერდოღანთან ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს”  ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის საკითხს განიხილავს.

ასევე, დონალდ ტრამპის თქმით, საუბარი შეეხება თურქეთ-სირიის საზღვარზე არსებულ ვითარებას, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, ქურთების დაცვას და ასე შემდეგ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად