ტრამპი: COVID-ის ვაქცინის სწრაფად გავრცელებისთვის აშშ-ის სამხედრო ძალას გამოვიყენებთ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ახალი კორონავირუსის საწინააღ,მდეგო ვაქცინის განაწილებაში, აპირებს, რომ შეერთებული შტატების სამხედრო პერსონალი ჩართოს. მან ამის შესახებ ხუთშაბათს, Fox Business-თან ინტერვიუში განაცხადა.

“ვაქცინის განაწილებისთვის საჭიროა ფართომასშტაბიანი ოპერაცია. ახლა ჩვენ ვახდენთ სამხედროების მობილიზებას, რომ წლის ბოლოსთვის ვაქცინა მივაწოდოთ დიდი რაოდენობის ადამიანებს.” – აცხადებს ტრამპი.

მაისის დასაწყისში, ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებში სპეციალისტები, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლოს შექმნიან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას. მანამდე, შეერთებული შტატების ალერგიული და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩმა განაცხადა, რომ ამერიკის ადმინისტრაცია, ვაქცინის შემუშავებას 2021 წლის იანვრამდე ვარაუდობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად