ტრამპი: ჩვენ გავიმარჯვებთ! ბევრად მეტად ვართ დაწინაურებული, ვიდრე 4 წლის წინ

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თვლის, რომ ის გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში.

”მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ,” – ციტირებს თეთრი სახლის პრესსამსახური ტრამპის სიტყვებს.

“<…> ჩვენ წინ ვართ. ჩვენ ბევრად მეტად ვართ დაწინაურებული, ვიდრე ოთხი წლის წინ,” – ამტკიცებს ის.

აშშ-ის საყოველთაო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება. მოქალაქეები აირჩევენ პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს, წარმომადგენელთა პალატის 435 წევრსა და კონგრესის სენატის მესამედს, 13 შტატისა და ტერიტორიის გუბერნატორებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად