ტრამპი: ბოლივიაში მომხდარი მოვლენები არის ძლიერი სიგნალი ვენესუელისა და ნიკარაგუისთვის

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპა ბოლივიელი კლეგის ევო მორალესის თანამდებობიდან გადადგომას ვენესუელისა და ნიკარაგუისთვის მიცემული სიგნალი უწოდა. ამის შესახებ განცხადება თეთრი სახლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ქვეყნდება.

„ეს მოვლენები აგზავნის ძლიერ სიგნალს არალეგიტიმური რეჟიმების მისამართით ვენესუელასა და ნიკარაგუაში იმის შესახებ, რომ დემოკრატია და ეროს ნება ყოველთვის იმარჯვებს“, – აღნიშნავს დონალდ ტრამპი.

ტრამპმა აგრეთვე განაცხადა, რომ მორალესის თანამდებობიდან წასვლა მნიშვნელოვანი მოვლენაა დასავლეთ ნახევარსფეროს დემოკრატიისთვის. მისი თქმით, ამ მოვლენას გზა გაჰყავს ბოლივიელი ხალხისთვის, რომ მათი ხმა უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამერიკის ლიდერმა აგრეთვე აღნიშნა, რომ აშშ-სთვის მისაღებია ბოლივიის მაცხოვრებლების მოთხოვნა თავისუფლებასთან დაკავშირებით და აგრეთვე რომ მიესალმება ადგილობრივ სამხედროებს, რომლებიც იცავენ არამხოლოდ ერთ ადამიანს, არამედ კონსტიტუციასაც.

10 ნოემბერს, ბოლივიის პრეზიდენტმა თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა. მანამდე, რამდენიმე კვირის განმავლობაში ბოლივიაში საპროტესტო აქციები იმართებოდა. მორალესის თანამდებობიდან წასვლას აგრეთვე ქვეყნის არმიაც ითხოვდა. საპროტესტო აქციის გამომწვევი მიზეზი კი ქვეყანაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გახდა, რომელის მიხედვითაც მორალესმა გაიმარჯვა. ოპოზიციამ მას ბრალი დასდო შედეგების გაყალბებაში. შემდეგ კი, მექსიკის ხელისუფლებამ ევო მორალესს პოლიტიკური თავშესაფარი გამოუყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად