ტრამპი: ბაიდენს წარუმატებელი წინასაარჩევნო კამპანიის გამო, ჩემი იმპიჩმენტის მოთხოვნის გარდა, სხვა ვარიანტი არ გააჩნია

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გააკრიტიკა, რომელმაც მანამდე ამერიკის ლიდერის იმპიჩმენტი მოითხოვა.

”რამდენად უვარგისია მძინარე ჯო ბაიდენი თავის შვილ ჰანტერთან ერთად … მინიმუმ ორი ქვეყანა მილიონობით დოლარით “გაასუფთავა” და ჩემს იმპიჩმენტს მოითხოვს”, -დაწერა მან მიკრობლოგ “ტვიტერზე”.

ამერიკის ლიდერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენს “არაფერი გამოუვა”.

”ჯოს წარუმატებელმა (წინასაარჩევნო- “აიპრესი”) კამპანიამ მას სხვა ვარიანტი არ დაუტოვა”,- დასძინა ტრამპმა.

დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენს “მძინარეს” ხშირად უწოდებს. იგი ირწმუნება, რომ ბაიდენს არ შეუძლია სწრაფად უპასუხოს კითხვებს და მის გარშემო არსებულ მოვლენებზე დროული რეაგირება მოახდინოს.

ოთხშაბათს, აშშ-ს ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის შესახებ პირველად ისაუბრა.

9 ოქტომბერს, თეთრი სახლის იურისტმა პეტ ჩიპოლონემ წარმომადგენელთა პალატის სპიკერს ნენსი პელოსს წერილი გაუგზავნა, რომელშიც ის აცხადებს, რომ აშშ-ს ადმინისტრაცია კონგრესმენებს გამოძიებაში არ დაეხმარება, რომლის მიზანია დაადგინოს, არსებობს თუ არა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საფუძველი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...