ტრამპი: ბაიდენის გამარჯვების შემთხვევაში ამერიკელ ხალხს ელექტროენერგია და გათბობა აღარ ექნება

ეს მოსაზრება პარასკევს გამოთქვა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ვისკონსინში მის მხარდამჭერებთან საუბრისას.

“ბაიდენმა პირობა დადო, რომ გაანადგურებს მთელ ამერიკულ ნავთობ ინდუსტრიას, არ მოხდება ფრეკინგი (ე.წ. ფრეკინგი, შელფური გაზის ჰიდრავლიკური დახლეჩის გამოყენებით მოპოვებას გულისხმობს). ზამთარში არ იქნება გათბობა, ხოლო ზაფხულში არ იმუშავებს კონდიციონერები, არ იქნება ელექტროენერგია.  <…> თქვენ იმდენად იღბლიანი ხართ, რომ მე თქვენი პრეზიდენტი ვარ! ” – განაცხადა ამერიკის ლიდერმა.

ცოტა ხნის შემდეგ, მინესოტაში მყოფ მხარდამჭერებთან საუბრისას, ტრამპმა გააფართოვა ეს სია: ”აღარ იქნება სკოლა, გამოსაშვები საღამოები, ქორწილი, მადლიერების დღე, შობა, მეოთხე ივლისი (შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღე), არაფერი!. ამერიკელ ახალგაზრდებს მომავალი არ ექნებათ”.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად