ტრამპი: ბაიდენის გამარჯვება აშშ-ს დიდი დეპრესიის წინაშე დააყენებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ თუ არჩევნებში გაიმარჯვებს მისი კონკურენტი ჯოზეფ ბაიდენი, რომელიც წარმოადგენს დემოკრატიულ პარტიას, ქვეყანა დეპრესიის წინაშე აღმოჩნდება.

“თუ ბაიდენს მისცემ ხმას, ის ჩინეთს მისცემს სამუშაო ადგილებს, შენს მომავალს მისცემს ვირუსს. ქვეყანა დაიხურება”, – თქვა ტრამპმა კვირას, ნევადას მხარდამჭერებთან საუბრისას.

“ის (ბაიდენი) ამბობს, რომ უსმენს მეცნიერებს. თუ მე ბოლომდე მოვუსმენდი მეცნიერებს, მაშინ ქვეყანა უდიდეს დეპრესიაში აღმოჩნდებოდა”,- დასძინა მან.

“ეს ხმა არის არჩევანი ტრამპის მიერ ქვეყნის სუპერ აღდგენასა და ბაიდენის მიერ დეპრესიის დამყარებას შორის”, –  დაასკვნა ტრამპმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად