ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთსა და ჩინეთს შურს ამერიკის შეერთებული შტატების

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შაბათს კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ შეერთებულ შტატებს აქვს ისეთი იარაღი, როგორიც სამყაროს არასოდეს უნახავს. ამავე დროს, მან გააკეთა განცხადება, რომ რუსეთსა და ჩინეთს ამ საკითხში შურს ამერიკის შეერთებული შატტების.

”ჩემი მმართველობის პერიოდში მხოლოდ 3,5 წლის განმავლობაში, ჩვენ აღვადგინეთ აშშ-ს შეიარაღებული ძალების უზარმაზარი ძალა. ჩვენ ვქმნით ისეთ იარაღს, როგორიც ამ სამყაროს არასოდეს უნახავს. მე უბრალოდ გეუბნებით, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს, ჩრდილოეთ კორეას, მასთ ყველას შურს იმის, რასაც ამერიკა აკეთებს”, – თქვა ამერიკელმა ლიდერმა.

“ისინი არც კი დაიჯერებდნენ, რომ იცოდენენ და ალბათ არც იციან”, – განაგრძო ტრამპმა და იმედი გამოთქვა, რომ ასეთი იარაღის გამოყენება საჭირო არასდროს გახდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად