ტრამპი აცხადებს, რომ მან შესაძლოა კვლავ მიიღოს მონაწილეობა საპრეზიდენტო რბოლაში

აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არ გამორიცხა, რომ მან შესაძლოა კვლავ მიიღოს მონაწილეობა საპრეზიდენტო რბოლაში. ამის შესახებ ქვეყნის ყოფილმა ხელმძღვანელმა ორლანდოში (ფლორიდა) გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ტრამპის თქმით, ამერიკის მოქმედმა ლიდერმა ჯო ბაიდენმა “ვერ შეძლო თავის მთავარი დავალების შესრულება, რომ როგორც ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, აღესრულებინა ამერიკული კანონები”.

რესპუბლიკელმა განაცხადა, რომ ამის გამო “დემოკრატები გამანადგურებელ მარცხს განიცდიან შუალედურ არჩევნებში და აუცილებლად დაკარგავენ თეთრ სახლს ოთხი წლის შემდეგ. მათ უკვე დაკარგეს თეთრი სახლი. ვინ იცის, იქნებ მათი დამარცხება მესამედაც გადავწყვიტოთ”.

ეს არის ტრამპის პირველი საჯარო გამოსვლა ღონისძიებაზე პრეზიდენტობის ვადის დასრულების შემდეგ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...