ტრამპი აცხადებს, რომ აშშ COVID19-ის ვაქცინის გადანაწლებას, დამტკიცებიდან რამდენიმე საათში დაიწყებს

აშშ-ში შემუშავებული კორონავირუსის ვაქცინების დარიგება შესაძლებელია მარეგულირებელი ორგანოს დამტკიცებიდან 24 საათში. ამის შესახებ აშშ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

ტრამპი ამტკიცებს, რომ აპრილის შემდეგ კორონავირუსის შედეგად აშშ-ში სიკვდილიანობის ზრდა 85%-ით შემცირდა. ”ევროპაში თითქმის 50%-იანი ზრდაა, თქვენ ძალიან სერიოზული ზრდა გაქვთ”, – თქვა მან.

“აშშ-ს ადმინისტრაცია რეკორდულ დროში ამუშავებს ოთხ ვაქცინას. ვაქცინა დარიგდება წლის ბოლომდე ან ბევრად უფრო ადრე.

“ოთხი ვაქცინა კლინიკური კვლევების ბოლო ეტაპზეა. ძალიან პერსპექტიული ვაქცინები, რომლებიც წინასწარ დამზადდება მასიურად და მათი გადანაწილება შესაძლებელი იქნება დამტკიცებიდან რამდენიმე საათის შემდეგ”, – აცხადებს პრეზიდენტი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად