ტრამპი: აშშ-ზე ნებისმიერი სახის იერიშის შემთხვევაში, ირანის წინააღმდეგ უახლეს შეიარაღებას გამოვიყენებთ!

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავის Twitter-ის საშუალებით ირანს აფრთხილებს და წერს, რომ აშშ-ის მისამართით განხორციელებულ ნებისმიერ სამხედრო ქმედებას აუცილებლად მოყვება პასუხი.

„აშშ-მა ახლახანს გადაიხადა 2 ტრილიონი აშშ დოლარი სამხედრო ტექნიკაში. ჩვენ უდაოდ ყველაზე დიდები და საუკეთესოები ვართ! იმ შემთხვევაში, თუკი ირანი თავს დაესხმევა ამერიკულ ბაზას, ან ნებისმიერ ამერიკელს, ჩვენ მისკენ მივმართავთ ამ სრულიად ახალ და არაჩვეულებრივ შეიარაღებას… უყოყმანოდ!“, – წერს ტრამპი.

მან აგრეთვე განაცხადა, რომ ვაშინგტონი მზადაა, რომ ძალიან სწრაფად მიიტანოს იერიში ირანის 52 პუნქტზე, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია ირანისთვის და ირანული კულტურისთვის. ტრამპმა აგრეთვე ისიც აღნიშნა, რომ ს ციფრი შემთხვევითი არ არის და ეს სწორედ ის რაოდენობაა, რამდენი ამერიკელი მძევალიც იყო აყვანილი 1979 წელს, ისლამური რევოლუციის დროს აშშ-ის საელჩოში ირანში.

კასემ სულეიმანი 3 იანვრის ღამეს, ბაღდადში, აშშ-ის მიერ განხორციელებული ავია იერიშის შედეგად იქნა ლიკვიდირებული. გენერლის ლიკვიდაციის შემდეგ, თეირანმა სამხედრო პასუხის შესაძლებლობა დაუშვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად