ტრამპი: აშშ-ში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, გვირაბის ბოლოში სინათლეს ვხედავ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ში ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხესთან დაკავშირებით, “გვირაბის ბოლოს სინათლეს ხედავს”. ამის შესახებ მან პრეს-კონფერენციის ფარგლებში განაცხადა.

“ჩვენ უკვე ვხედავთ სინათლეს გვირაბის ბოლოში. იმედი მაქვს, უკვე ახლო მომავალში ვიამაყებთ იმით, რაც გავაკეთეთ”, – განაცხადა ტრამპმა.

მან აგრეთვე აღნიშნა, რომ ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით კარგი სიახლე ის არის, რომ ნიუ-იორკში Covid-19-ით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობამ შემცირება დაიწყო.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აშშ-ში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 337 000-ს აღემატება. ქვეყანაში უკვე გარდაიცვალა 9,6 ათასი ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელებულია 17,4 ათასი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად