ტრამპი: აშშ-ს არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევაზე დაწყებული გამოძიება პრეზიდენტის შეურაცხყოფაა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Twitter- ზე დაწერა, რომ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის თაობაზე გამოძიების დაწყება პრეზიდენტის შეურაცხყოფაა.

დონალდ ტრამპმა ასევე დასძინა, რომ “კუდიანებზე ნადირობა” დასრულდება, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების 44-ე პრეზიდენტის ბარაკ ობამას წინააღმდეგ გამოძიება დაიწყება.

2 მაისს, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ტელეკომპანია MSNBC- ის ეთერში განაცხადა, რომ 2020 წელს აშშ-ის არჩევნები უცხო ქვეყნის შესაძლო ჩარევისგან დაცული უნდა იყოს.

როგორც ჰილარი კლინტონმა აღნიშნა, აშშ-ს არჩევნებში შესაძლოა დემოკრატები დამარცხდნენ, თუ საარჩევნო პროცესში უცხო ქვეყანა ან გარე ძალები ჩაერევიან.

“ვინმეს შეშინება არ მინდა, მაგრამ მინდა ყველა კანდიდატმა იცოდეს, რომ ეს საფრთხე კვლავ არსებობს”, – განაცხადა კლინტონმა.

აშშ რუსეთს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს. თუმცა, რუსეთმა არჩევნებში შესაძლო ჩარევის თაობაზე ბრალდებები არაერთხელ უარყო.

შეგახსენებთ, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტად რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი დონალდ ტრამპი აირჩიეს. ტრამპმა არჩევნებში ხმების 48% მიიღო, ხოლო მისმა კონკურენტმა, დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა 47.2%.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...