ტრამპი: აშშ რამდენიმე კვირაში გამოაცხადებს, რომ ვაქცინა მზადაა

რამდენიმე კვირაში შეერთებული შტატები გამოაცხადებს, რომ ამერიკული ვაქცინა მზად არის. ასეთი დაპირება ხუთშაბათს გააკეთა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯოზეფ ბაიდენთან სატელევიზიო დებატების ბოლო რაუნდის დროს, ნეშვილში, ტენესის შტატის ბელმონტის უნივერსიტეტში.

“ჩვენ გვაქვს ვაქცინა, რომელიც მალე გამოჩნდება. ის მზადაა და რამდენიმე კვირაში დაურიგდება ამერიკელებს”, – თქვა ქვეყნის მეთაურმა. მან განაცხადა, რომ პენტაგონი მონაწილეობს ქვეყანაში ვაქცინის განაწილებაში.ბ

დეატების წამყვანმა NBC-ს კორესპონდენტმა კრისტენ უელკერმა სთხოვა თეთრი სახლის ხელმძღვანელს განემარტა, თუ რატომ ამბობენ ვაქცინის შემუშავებაში მონაწილე მაღალჩინოსნები, რომ ამერიკელები მას 2021 წლამდე არ მიიღებენ.

“მე ვფიქრობ, რომ ჩემი დრო უფრო ზუსტია”, – უპასუხა ტრამპმა. მისივე თქმით, ქვეყნის შეიარაღებული ძალები “ძალიან მარტივად” შეძლებს ვაქცინების დარიგებას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად