ტრამპი: აშშ მზად არის, აქციების საწინააღმდეგოდ ეროვნული შეიარაღებული ძალები გამოიყვანოს

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს ფედერალური მთავრობა მზადაა გამოიყენოს ეროვნული შეიარაღებული ძალები კანონის და წესრიგის დასაცავად ქვეყნის იმ ადგილებში, სადაც ბოლო დღეებში მოხდა დიდი არეულობა.

“დღეს მე მკაცრად ვურჩიე აშშ-ს თითოეულ გუბერნატორს, რომ ქუჩებში განათავსონ ეროვნული გვარდიის საკმარისი რაოდენობა იმისათვის, რომ ქუჩაში დომინანტობდნენ. მერებმა და გუბერნატორებმა უნდა უზრუნველყონ სამართალდამცავი ორგანოების უსაფრთხოება მანამ, სანამ ძალადობა არ გაჩერდება. თუ ქალაქი, ან შტატი უარს იტყვის აუცილებელ ქმედებებზე მაცხოვრებლების სიცოცხლისა და ქონების დასაცავად, მე განვათავსებ აშშ-ს შეიარაღებულ ძალებს და სწრაფად მოვაგვარებ პრობლემას მათთვის.”- თქვა ამერიკელმა ლიდერმა.

ტრამპის თქმით, აშშ-ს ფედერალური მთავრობა, მთელი თავისი სამოქალაქო და სამხედრო რესურსების მობილიზებას აპირებს, რათა ქვეყანაში დიდი არეულობა დასრულდეს.

“მობილიზდება ყველა არსებული ფედერალური რესურსი, როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო, რათა შეჩერდეს არეულობა და ძარცვა, განადგურება და ცეცხლი… რათა დავიცვათ სამართალდამცავი ამერიკელების უფლებები, მათ შორის თქვენი უფლება ცეცხლსასროლი იარაღის შეძენასა და ტარებაზე აშშ-ს კონსტიტუციის შესაბამისად”, – თქვა ამერიკელმა ლიდერმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად