ტრამპი: აშშ-მა ბირთვული იარაღის მოდერნიზაცია მიუწვდომელ დონეზე მოახდინა

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირწმუნება, რომ ქვეყანამ ბირთვული იარაღის მოდერნიზაცია მიუწვდომელ დონეზე მოახდინა

“ჩვენ 2.5 ტრილიონი აშშ დოლარი ჩავდეთ სამხედრო განვითარებაში, ჩვენ გვაქვს საუკეთესო ტექნოლოგია მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით. ჩვენ გავაუმჯობესეთ ჩვენი ბირთვული სისტემა ისე, რომ ვერავინ ახლოსაც კი ვერ მოვა. ჩვენ გვაქვს ახალი რაკეტები, ჭურვები, გემები, ტანკები. ჩვენ გვყავს წარმოუდგენელი F-35 გამანადგურებლები, ახალი ტანკერები. რუსეთი, ჩინეთი – ასეთი ტექნიკა არავის აქვს, მითუმეტეს ჰიპერსონიკური რაკეტები”, – აცახდებს ტრამპი.

მაისის შუა რიცხვებში აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი “სუპერ დუპერის რაკეტას” ავითარებს. მისივე თქმით, აშშ-ს მიერ წარმოებული რაკეტა იქნება “ყველაზე სწრაფი მსოფლიოში”. Washington Post-ის რედაქციის წევრის ბობ ვუდვარდის მიერ ახლახან გამოქვეყნებულ წიგნში ირწმუნებიან, რომ შეერთებულმა შტატებმა შეიმუშავა ბირთვული იარაღის ახალი სისტემა, რომლის ანალოგები არც რუსეთს და არც ჩინეთს აქვთ.

ამავდროულად, შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ აღიარა, რომ ქვეყანა ჩამორჩა რუსეთსა და ჩინეთს ჰიპერსონიკური იარაღის წარმოებაში. პენტაგონის ხელმძღვანელმა მარკ ესპერმა განაცხადა, რომ იგი 2020 წელს გააორმაგებს დაფინანსებას სახმელეთო, საჰაერო და ზღვის ჰიპერსონური საბრძოლო მასალების განვითარებისათვის. ამერიკული მედიის ცნობით, ამჟამად ცხრა პროექტი ხორციელდება სამხედროების ინტერესებიდან გამომდინარე. რამდენიმე პროტოტიპის ფრენის ტესტირება დაგეგმილია 2020 წელს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად