ტრამპი: აშშ ავღანეთიდან სამხედროების გამოყვანას დაუყოვნებლივ იწყებს

აშშ დაუყოვნებლივ იწყებს სამხედროების გამოყვანას ავღანეთიდან, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

„დღეს. ამერიკელი სამხედროები ავღანეთის დატოვებას დღესვე დაუყოვნებლივ დაიწყებენ“, – განაცხადა ტრამპმა.

შეკითხვაზე, თუ რა დროის განმავლობაში გამოვლენ ამერიკელი სამხედროები ქვეყნიდან, ტრამპმა ხუმრობით გასცა პასუხი.

„ჩვენ ეს კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედებების ყოველწლიურ კონფერენციაზე დავგეგმეთ“, – პასუხობს ტრამპი.

აშშ-ის წარმომადგენლებმა და მოძრაობამ „თალიბანი“ 29 თებერვალს ხელი მოაწერეს სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც 14 თვის განმავლობაში ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროების გამოყვანას ითვალისწინებს.

როგორც იგეგმება, სამხედროების რაოდენობა, 135 დღის განმავლობაში 8,6 ათასამდე შემცირდება. „თალიბანმა“ კი თავის მხრივ განაცხადა, რომ თავს არ დაესხმევა ავღანეთის ტერიტორიას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად