ტრამპი: აშშ არ დაივიწყებს, რომ მთელ მსოფლიოში COVID19-ის გავრცელების წყარო ჩინეთი იყო

შეერთებული შტატები არ დაივიწყებს, რომ მთელ მსოფლიოში ახალი კორონავირუსის გავრცელების წყარო ჩინეთი იყო. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოჰაიოში გამოსვლისას განაცხადა.

“ჩვენ შევქმენით უდიდესი ეკონომიკა მსოფლიო ისტორიაში, შემდეგ ჩინეთმა გამოუშვა ეს ჭირი (ასე უწოდებს ტრამპი კორონავირუსს) – მისი არაკომპეტენტურობის, ან სხვა მიზეზების გამო, მაგრამ ფაქტია, რომ ეს მთელ მსოფლიოს მოედო. იგი გავრცელდა შეერთებულ შტატებში, ევროპაში და ბევრ სხვა – 188 ქვეყანაში. ჩვენ ამას არ დავივიწყებთ.” – თქვა ამერიკის ლიდერმა.

ტრამპმა მანამდე არაერთხელ განაცხადა, რომ იგი კორონავირუსის გავრცელებაზე პასუხისმგებლობას ჩინეთს აკისრებს. ვაშინგტონი აგრეთვე პეკინს ადანაშაულებს ვირუსის წარმოშობისა და ინფექციის გავრცელების შესახებ ინფორმაციის დამალვაში.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ NBC-სთან ინტერვიუში 29 აპრილს განაცხადა, რომ პეკინს არ დაუმალავს ინფორმაცია კორონავირუსის გავრცელების შესახებ. მან მწუხარება გამოთქვა და განაცხადა, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი იყენებს ვირუსით შექმნილ ვითარებას ჩინეთისთვის სიცრუის დაბრალების მიზნით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად