ტრამპი ამერიკელებს წითელაზე აცრისკენ მოუწოდებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 2014 წელს ვაქცინაცია აუტიზმს გამომწვევ მიზეზად ასახელებდა და ვაქცინაციის მოწინააღმდეგეთა რიგებში იყო.

ვაქცინაციის მოწინააღმდეგეთა ეს შეხედულება დიდწილად ემყარებოდა ბრიტანელი ექიმის მიერ 1998 წელს ჩატარებულ კვლევას, რომლის შედეგების ავტორისეული ინტერპრეტაცია, შემდგომში, 2011 წლისთვის, იმის გამო, რომ ვაქცინებს და აუტიზმს შორის კავშირის არანაირი მტკიცებულება არ გამოვლინდა, საბოლოოდ იქნა მეცნიერთა მიერ უარყოფილი, ხოლო ავტორს ფალსიფიცირებისთვის დოქტორის ხარისხი ჩამოართვეს.

ამჯერად, აშშ-ში წითელათი დაავადების შემთხვევათა საგანგაშო მატების გამო, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მშობლებს შვილების ვაქცინაციისკენ მოუწოდა.

“მათ უნდა გაუკეთონ აცრები”, – განაცხადა ტრამპმა პარასკევს ვაშინგტონში. “ეს აცრები მნიშვნელოვანია” მოუწოდა
წითელათი დაავადების შემთხვევებმა აშშ-ში იმატა, ამიტომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკელებს ვაქცინაციისკენ მოუწოდა.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ 2000 წელს აშშ-ში წითელას დამარცხებულად გამოაცხადების შემდეგ წითელათი დაავადების ყველაზე მაღალი დონე დაფიქსირდა. მათი თქმით, ოთხშაბათისთვის აშშ-ის 50-დან 22 შტატში დაავადების 695 შემთხვევა დაფიქსირდა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად