ტრამპი: „ამერიკა აღარ არის სამართლიანი და ღია არჩევნების ქვეყანა“

ამერიკის ყოფილმა ლიდერმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები აღარ არის “სამართლიანი და ღია არჩევნების” ქვეყანა. მან ასეთი შეფასება პარასკევ საღამოს გამოქვეყნებულ განცხადებაში გამოხატა.

”ნახეთ რა ხდება ნიუ-იორკში მათი ყალბი არჩევნების შედეგად”, – თქვა ტრამპმა. მან კომენტარი გააკეთა დემოკრატიული პარტიის პრაიმერებში ნიუ-იორკის მერის არჩევის დროს მომხდარ ინციდენტზე, სადაც შეცდომით 135 ათასი სატესტო ხმა დაითვალეს.

“ზუსტად იგივე მოხდა 2020 წლის გაყალბებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე”, – თქვა მან და დასძინა, რომ ”ამერიკა აღარ არის სამართლიანი და ღია არჩევნების ქვეყანა”.

 

კომენტარები
იტვირთება...