ტრამპი: ამას არჩევნების გამო არ ვაკეთებ, მინდა, რომ რაც შეიძლება მალე მივიღო ვაქცინა

კორონავირუსის ამერიკული ვაქცინა შესაძლოა მზად იყოს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების დღეს, 3 ნოემბერს. ამის შესახებ ხუთშაბათს ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

შეკითხვაზე, თუ როდის იქნება მზად ვაქცინა, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ უფრო ადრე, ვიდრე წლის ბოლოს, მისი თქმით, შესაძლოა გაცილებით ადრეც კი. მას შემდეგ სთხოვეს, დაეზუსტებინა, ეს 3 ნოემბრამდე, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებამდე მოხდება თუ არა.

“ვფიქრობ, რომ ცალკეულ შემთხვევებში ეს უფრო ადრე მოხდება, მაგრამ დაახლოებით მაგ დროს”, – განაცხადა ტრამპმა.

მოგვიანებით, მას ჰკითხეს, ოპტიმისტურად არის თუ არა განწყობილი ვაქცინის შექმნის გამოცახდებულ თარიღებთან დაკავშირებით.

”დიახ, მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ეს ვაქცინა მზად იქნება დაახლოებით 3 ნოემბრისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ვაქცინა აუცილებლად იქნება მზად წლის ბოლომდე”, – აცხადებს ტრამპი.

თეთრი სახლის ხელმძღვანელის თქმით, ვაქცინის შემუშავება ხელს არ შეუშლის არჩევნების ჩატარებას და არ არის მიმართული ქვეყანაში მხარდაჭერის დონის ამაღლებისკენ.

”ეს ზიანს არ მიაყენებს არჩევნებს. ამას მე არჩევნების გამო არ ვაკეთებ. მე მინდა, რომ რაც შეიძლება მალე მივიღო ვაქცინა, რადგან შესაძლებელი იქნება ბევრი სიცოცხლის გადარჩენა”, – აცხადებს ტრამპი.

აქამდე დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ კორონავირუსის ვაქცინა აშშ-ში მზად წლის ბოლომდე იქნება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად